22-25 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის შენობაში (კოსტავას 77ა) ადვოკატთა რიგით მეცხრე ტესტირება გაიმართება. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოცდას დამოუკიდებლად, უშუალო ორგანიზებით ატარებს შემდეგი თანმიმდევრობით: 22_23 ივნისი - სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით, 24 ივნისი - სისხლის სამართალის სპეციალიზაციით, 25 ივნისი _ საერთო სამართლის სპეციალიზაციით. საგამოცდო რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე.
ადვოკატთა ტესტირების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 30 აპრილს დასრულდა, სულ შემოტანილია 1370 განაცხადი: სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით - 633 განაცხადი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით _ 360 განაცხადი, საერთო სამართლის სპეციალიზაციით _ 377 განაცხადი.
ტესტირების შედეგად, 75 ქულის დაგროვების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
ადვოკატთა პირველი ტესტირება გაიმართა 2006 წლის 18-23 მაისს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA-CEELI) მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღო 3400-მა ადვოკატმა, რომელთაგან 45% შეძლო მიეღო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი.
საქართველოს კანონის "ადვოკატთა შესახებ" და ადვოკატთა ასოციაციის წესდების საფუძველზე, ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ.