12 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3915 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4097 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.82 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.5357 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5579 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.22 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6509 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 2.9872 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 აპრილიდან შევა ძალაში.