საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისთვის, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ რუსი დეპუტატების ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა.
რუსეთის დუმის დეპუტატის, სემიონ მოგდასაროვის ინიციატივასთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
"ბატონი გრიგოლ ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინიციატივა მოულოდნელი არ ყოფილა. მინისტრი მოხარულია, რომ ეს ინიციატივა თავად რუსი დედპუტატების მხრიდან წამოვიდა. რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისგან გრიგოლ ვაშაძე თავს შეგნებულად იკავებდა", - განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის საზოგადოების უფროსმა ია მახარაშვილმა.
ამასთან, ვაშაძის უწყების შეფასებით, თუ რუსეთის შესაბამისი უწყება აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მორიგი არადიპლომატიური ნაბიჯი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რადიო "ეხო მოსკვი" ავრცელებს.
რადიოს ცნობით, ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების ინიციტივით დუმის დეპუტატი, სემიონ მოგდასაროვი გამოვიდა, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია "სამართლიან რუსეთს" წარმოადგენს.
ვაშაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე მოგდასაროვის წინადადებას სავარაუდოდ, შესაბამის უწყებების მხრიდან მხარდაჭერა მოჰყვება.