სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მან პოლიტიკური გამოსვლა დაასრულა. მისი თქმით, მმართველი გუნდი განსხვავებულ აზრსა და კრიტიკას ვერ იტანს.
"პოლიტიკური გამოსვლა მქონდა. მათ არ აქვთ იმის უნარი, რომ განსხვავებული აზრი მოისმინონ და სიმართლე მოისმინონ, რაც მთავარია. სიმართლე მათ აგიჟებთ და ამწარებთ. კარგად ვნახეთ რა რეაქცია მოჰყვა მათი მხრიდან. საკუთარი სკამების და ხელისუფლების შენარჩუნების გამო მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ და ფიზიკურად იძალადონ ადამიანებზე, თან პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. სამართალდამცველი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ახლა გამოჩნდება რამდენად ადეკვატურები და სამართლიანები არიან.
კონკრეტულად ვსაუბრობდით იმაზე რამდენად პრინციპულია ეს ადამიანი, როდესაც ალიევს მასპინძლობდა ივანიშვილთან ერთად, სადაც გამოჩნდა ვინ იყო ეს ადამიანი. როგორც ჩანს ამ დროს დარბაზში დაიძაბა ვითარება. სასწრაფო გვყავს გამოძახებული. როგორც ჩანს გიგა ფარულავა არის ყველაზე მეტი მსხვერპლი. ის იყო დარბაზში და მასზე მოასწრეს ძალადობა.
ველურობა იყო, რაც ვიხილეთ. პოლიტიკური თანამდებობის პირებზე იძალადეს, რა გონიათ, დაუსჯელები დარჩებიან? პრემიერი რომ ზის დარბაზში, იმის ავტორიტეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ ამაზე კომენტარი გააკეთოს? სკამიდან არც კი არ ამდგარან. ამაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ის დეპუტატები, რომლებიც ფიზიკურად ძალადობდნენ, არამედ თავად ირაკლი კობახიძე [IPN]“, - განაცხადა "გახარია - საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ.