ჩრდილოეთ ოსეთში ორი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც დიდი სამამულო ომის მსხვერპლთა მემორიალის შეურაცხყოფა ედებათ ბრალად. დაკავებულები ჩეჩნები არიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, წუხელ, ორმა ახალგაზრდამ, ჩეჩნეთის მაცხოვრებლებმა თავდაყირა დააყენეს ძეგლი, რომელზეც დიდ სამამულო ომში დაღუპულების სახელები და გვარები იყო ამოტვიფრული.
სამართალდამცავებმა ახალგაზრდების დაკავება "ცხელ კვალზე" შეძლეს.
აღნიშნულ ფაქტზე "ვანდალიზმის" მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ძეგლი ადგილზე დააბრუნეს. მიმდინარეობს მისი რესტავრაცია.