ხვალ, 22 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია პროექტის "საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა" პრეზენტაციას უმასპინძლლებს. პროექტი ევროკავშირის მიერა არის დაფინანსებული.
ღოგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ეს არის ინსტიტუციური დაძმობილების - ტვინინგის პროექტი (თწინნინგ Pროჯეცტ). ტვინინგი არის თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის და დახმარების მიმღები ქვეყნის საჯარო სამსახურებს შორის პროგრამის ერთობლივად განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა დახმარების მიმღებ ქვეყანას ხელს უწყობს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზებაში, ტრენინგების, რეორგანიზაციის და კანონმდებლობების განვითარების გზით. ტვინინგის ინსტრუმენტი საქართველოში 2007 წლიდან გავრცელდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სახით.
ტრადიციულად ტვინინგის პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვრების დაცვის სფეროებში. კულტურის სფეროში ტვინინგ პროექტის პირველი გამარჯვებული საქართვეოლოს ეროვნული მუზეუმია. ევროკავშირის მხრიდან მისი პარტნიორია _ პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი, ბერლინის ეროვნული მუზეუმები.
პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური გაძლიერებაა, რაც საქართველოს კულტურული განვითარების ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ტვინინგის პროექტის ღირსება ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და სისტემური დანერგვა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში, კერძოდ მუზეუმის შენობების დაგეგმარება, კოლექციების გადატანა და ექსპონატების რესტავრირება-კონსერვაცია.
პროექტში ჩართული გერმანელი ექსპერტები მუზეუმის კუნძულის გაშენებასა და კოლექციების შერწყმაზე მუშაობდნენ გერმანიის გაერთიანების შემდეგ.
პროექტის ხანგრძლივობა 24 თვეა.