აქციაზე დაკავებულ 64 წლის ლია მუშკუდიანს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის თქმით, მან ლია მუშკუდიანის ასაკი გაითვალისწინა და მას 3 - დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მუშკუდიანი რუსთაველის გამზირზე გუშინ, გზის გადაკეტვისთვის დააკავეს. ამ დღეს შსს-მ ჯამში, 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ფოტო: მინდია გაბაძე