საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის რაც ვერ მოახერხა შაჰ აბასმა, პუტინმა თანამედროვე მეთოდებით შესძლო.
"საქართველოს მთავარმა დამაქცეველმა, ირანის დიდმა მმართველმა შაჰ აბასმა ჩვენი ქვეყნის დასაქცევად ვაძი ამოძირკვა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა უფრო თანამედროვე მეთოდი მონახა - ჯერ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მიაბა და მერე აკრძალა. ეს უფრო ეფექტური იყო ვიდრე ის, რაც შაჰ აბასმა გააკეთა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის თეატრში ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა ასევე გაიხსნა ის ფაქტიც, როცა 2006 წელს რუსეთის მიერ ებარგოს დაწესების შემდეგ პეტერბურგში მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება იმართებოდა, კრემლში ქართველ ჟურნალისტებს კონტრაბანდული ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.
"რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა უცხოელი მაღალჩინოსანი მომიყვა, თუ როგორ უმასპინძლებდებიან რუსეთის მთავრობის ძალიან მნიშვნელოვან კაბინეტებში სტუმრებს ქართული ღვინით, მაშინ როცა პუტინმა საზეიმოდ დაიფიცა, რომ რუსულ ბაზარზე არცერთი ბოთლი ქართული ღვინო ვერ შევიდიდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, რუსულმა ემბარგომა გააკეტა ის, რომ ქართული ღვინის ხარისხი ყოველ თვიურად უმჯობესდება და ახალი ბრენდები ჩნდება.
"მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, მას აშშ-სა და ევროპაში თავისუფლების ღვინო უწოდეს. ეს მართლაც არის საქართველოს თავისუფლების, გამძლეობის და გადარჩენის სასმელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შოთა რუსთაველის სახლობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიება - ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს.