ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ჟან-კლოდ ტრიშე მიიჩნევს, რომ ფინანსური კრზისის ნიშნები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაჩნდა.
ტრიშეს განცხადებით, ევროზონაში ფინანსური კრიზისის გამო პასუხისმგებლობა გერმანიასა და საფრანგეთს ეკისრება. მისი თქმით, ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გაჩნდა, როდესაც გერმანიამ და საფრანეგთმა სტაბილურობის პაქტი დაარღვიეს. ტრიშეს აზრით, ბერლინსა და პარიზში ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ მოქმდებდა. "გერმანულ საზოგადოებას სტაბილურობის პაქტის დარღვევისათვის მკაცრი რეაგირება უნდა მოეხდინა არა დღეს, არამედ ჯერ კიდევ 2004 წელს" _ განაცხდა ტრიშემ.