ავლაბარში პანტომიმის თეატრის მსახიობი ამირან შალიკაშვილი დაჭრეს.
შალიკაშვილს, რომელიც მუცლისა და თხემის არეში ცივი იარაღით არის დაჭრილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოშია სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების განცხადებით, პანტომიმის თეატრის მსახიობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტი ავლაბარში, სამრეკლო ქუჩის #17 ნომერში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკებს ჰაერში ერთი გასროლა მოჰყვა, ხოლო შალიკაშვილის უცნობმა დანა ჩაარტყა.
მომხდართან დაკავშირებით საქმეს ისანი-სამგორის პოლიცია იძიებს.