ვარკეთილში, კალაუბნისა და თრიალეთის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკების დროს შოთა ბებიაშვილი მოკლეს.
ინციდენტის დროს ასევე დაიჭრა ვეფხია ბეგიაშვილი, რომელიც თბილისის პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების განცხადებით, ვეფხია ბეგიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო რაც შეეხება შოთა ბებიაშვილს იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ამ დრომდე უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. საქმეს ისან-სამგორის პოლიცია იძიებს.