დღეს, 21 ივნისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან ვატო ლეჟავასთან და თავისუფალი უნივერსიტეტის საბჭოს თავმჯდომარესთან კახა ბენდუქიძესთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე მიმდინარე წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური განვითარების ტემპები განიხილება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
შეხვედრა დღეს, 13:45 საათზე დაიწყება და საათნახევარი გაგრძელდება.