4 დან 7 აპრილის ჩათვლით საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. მასშტაბური ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვიტარების კომპანია უწევს.
ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას - „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“- 300 მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი.
კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ მთელი წლის განმავლობაში სეზონის გახანგძლივების და სამთო კურორტების განვითარების შესახებ. განიხილავენ ახალი ბაზრების დივერსიფიკაციას, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებების საკითხის შესახებ.
შეხვედრაზე განიხილება ინოვაციური მეთოდების გამოყენების საკითხი, რომელიც ხელს შეუწყობს სამთო კურორტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე განიხილავენ გამოწვევებს, რომელიც გარემოს, სტრუქტურულ და მარკეტინგულ სფეროებს უკავშირდება.
კონფერენციის ფარგლებში იმსჯელებენ სამთო კურორტების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა სამთო ტურიზმის სფეროში და გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.
კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ „ სამთო ტურიზმის კულტურის“ განვითარების პერსპექტივებს, ასევე ინვესტიციების სტიმულირებისათვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებისსაკითებს,
ღონისძიების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებს ხელი გიორგი ჩოგოვაძემ და ტალიბ რიფაიმ ლონდონში 2016 წელს მოაწერეს.