თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 70 წლამდე კაცის გვამი თბილისის მთავარ პროზექტურაში გადაასვენეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილის ვინაობა.
"გარდაცვლილის გვამი ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაში უკვე გადასვენეს. წყლიდან გვამის ამოღების შემდეგ დაგინდა, რომ მას ყელზე ჩანთა ჰქონდა მოხვეული, რომელშიც ქვები ეწყო", - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. გამოძება ერთ-ერთ მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.