Wizz Air-მა საკუთარ კლიენტებს ბილეთებში არასწორად ჩაწერილი სახელისა და გვარის უფასოდ ჩასწორების საშუალება მისცა. შესაბამისი წერილი ლოუ-კოსტერმა მგზავრებს უკვე გაუგზავნა.
მაშ ასე, თუ კი მგზავრმა ბილეთის შეძენისას სახელისა და გვარის მითითებისას დაუშვა შეცდომა, მაშინ Wizz Air-ი მას ამ შეცდომის ერთჯერადად გამოსწორების შანსს აძლევს. Wizz Air-ის საიტზე სახელსა და გვარში რამდენიმე ასობგერის შეცვლაა შესაძლებელი.
მაგალითად თუ თქვენი სახელი და გვარია - John Peter Smith, მაგრამ შეცედომით მიუთითეთ - John P Smith, მაშინ ავიაკომპანია უფასოდ შესწორების უფლებას გაძლევთ.
აღსანიშნავია, რომ Wizz Discount Club-სა და Wizz Privilege-ს წევრებისთვის, აღნიშნული სერვისი ხელმიუწვდომია.