,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. პროგრამა 2 ძირითად პრინციპს - გადასახადების შემცირებასა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცას ეყრდნობა. პროგრამის 7 პუნქტი გულისხმობს, რომ:
- ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზი განახევრდეს
- დღიურად 550 ლარამდე საშუალო ბრუნვის მქონე ბიზნესი არ დაიბეგროს; ასეთმა ბიზნესმა არ გადაიხადოს დღგ
- უძრავი ქონების გასხვისების გადასახადი გაუქმდეს
- საშემოსავლო გადასახადმა დაიწიოს 2018 წლიდან - 15%-მდე, 2019 წლიდან - 12.5%-მდე, 2020 წლიდან - 10%-მდე
- განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს 10%-მდე
- იმპორტის გადასახადი გაუქმდეს
- საპროცენტო სარგებელზე გადასახადი გაუქმდეს
,,ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება შეღავათს მისცემს ათასობით მაღაზიას, კვების ობიექტს, საშენი მასალების მცირე საამქროს, საცხობს, სილამაზის სალონის, მანქანის სახელოსნოს, სახერხსა და სხვა წვრილ საწარმოს, აგრეთვე, გარე მოვაჭრეებს და, ჯამში, შედეგად მოგვცემს:
- ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას
- სამუშაო ადგილების შექმნას
- კეთილდღეობის ზრდას