ნაძალადევის რაიონში საბურავების საამქრო დაიწვა.
საამქროში 150 კვ.მ. ფართობს ცეცხლი გვიან ღამით მოედო, რომლის ჩაქრობაც საგანგებო სიტუაციების სამსახური 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.
ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია საამქროში ცეცხლის გაჩენა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.