„მიწა უნდა იყოს ეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ“ -ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხის საპასუხოდგანუცხადა.
„დიდი ალბათობით არ არის სწორი, რომ კონსტიტუციაში მიწასთან დაკავშირებული ასეთი შეზღუდვები არსებობდეს. რა თქმა უნდა,რეგულირება საჭიროა და ეს არის ცალკე სამუშაო საკანონმდებლო კუთხით. ადრეც მაქვს ნათქვამი და ეხლაც გავიმეორებ, რომ მიწაარის ჩვენი ეკონომიკური ბრუნვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი. მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მიწა უნდა იყოსეკონომიკური ბრუნვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და კანონმდებლობაც აქედან გამომდინარე უნდა შევქმნათ“ - აღნიშნაეკონომიკის მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ამ საკითხზე ამ მიმდინარეობს მუშაობა, რომელიც არ შეიძლება იყოს ხანმოკლე. „ეს სერიოზული, ფუნდამენტურითემაა, რომელსაც შეიძლება გარკვეული დრო დაჭირდეს იმიტომ, რომ ეს გახლავთ მიწის შესახებ კანონი. ამაში გასაკვირი არაფერი არუნდა იყოს, რადგან მსგავს თემებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად შესაძლებელი კონსენსუსისსაფუძველზე“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.