2010 წელს, შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსს (BSANNA) საქართველო _ საინფორმაციო სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" უხელმძღვანლებს.
წესდების თანახმად, ალიანსის გენერალური ასამბლეა საქართველოში გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება კენჭისყრით ბულაგრეთში, კერძოდ სოფიასა და ველიკო ტორნოვიოში გენერალურმა ასამბლეამ მიიღო.
ასამბლეას არჩევანი საქართველოსა ("ჯი-ეიჩ-ენი") და რუსეთს ("იტარ-ტასი") შორის უნდა გაეკეთებინა, თუმცა მხარეებს შორის გამართული კონსულტანციების შემდეგ, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე ბულგარეთში კერძოდ სოფიასა და ველიკო ტორნოვოში შავი ზღვისპირეთის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ( BSANNA) გენერალური ასამბლეა გაიმართა. ანსაბლეაში მონაწილეობდნენ: "ANADOLU AJANSI" თურქეთი, AGERPRES - რუმინეთი, "ANA-MPA" _ საბერძნეთი, ANSA - იტალია, "ARMENPRESS" - სომხეთი, "АТА" - ალბანეთი, "AZERTAC" - აზერნაიჯანი, "BTA" - ბულგარეთი, CNA _ კვიპროსი, FENA _ ბოსნია და ჰერცოგოვინა, "GHN" _ საქართველო, "HINA" _ ხორვატია, "ITAR_TASS" რუსეთი, KAINFORM - ყაზახეთი, MIA- მაკედონია, MOLDPRESS - მოლდავეთი, MTI _ უნგრეთი, SRNA _ ბოსნია და ჰერცოგოვინა, TANJUG - სერბეთი, "UKRINFORM" უკრაინა.