ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისვის სამზადისს იწყებს. პრესკონფერენციას სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოსული Google - ს წარმომადგენლებიც დაესწრებიან .
აღსანიშნავია, რომ კომპანია Google თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრომლობს. ზაფხულის მარკეტინგული კამპანიის მომზადებაში Google აქტიურად იყო ჩართული- მათ შორის დაგეგმვაში, ანალიზში და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციში. ასევე მათთან ერთად მოხდება განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზიც.
შარშან კი Google- მა მონაწილეობა მიიღო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ ციფრული მარკეტინგის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში - TOUCH.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზაფხულის სეზონისთვის 14 მიზნობრივ ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. 25 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით ინტერნეტ კამპანია შემდეგ ქვეყნებში განხორციელდება:
- რუსეთი,
- არაბეთის გაერთიანებული საემიროები
- გერმანია,
- იტალია,
- ისრაელი,
- უკრაინა,
- პოლონეთი,
- ბელორუსი,
- აზერბაიჯანი,
- ყაზახეთი,
- თურქეთი,
- სომხეთი,
- ლიტვა,
- ლატვია.
აღნიშნულ ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდება. მათ შორის საზღვაო და სამთო კურორტების, ბუნების , ღვინის, სამზარეულოს, კულტურის, ინფრასტრუქტურის და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზაფხულის მარკეტინგული კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ინტერესის ზრდას, რაც ტურისტების ნაკადზე აისახება.
,,2016 წელი რეკორდული მაჩვენებლით დასრულდა და მოგზაურების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (6, 350 , 825) , ზრდის ტენდენცია 2017 წელსაც გაგრძელდა და პოზიტიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იანვრის (ტურისტები + 32,4 %) და თებერვლის (ტურისტები + 16,4%) თვეშიც. დარწმუნებული ვართ, რომ ზაფხულიც არანაკლებ წარმატებული გვექნება, ამისთვის კი სამზადისს და აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას უკვე ვიწყებთ“- აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.
ინტერნეტ მარკეტინგული კამპანია შემდეგ პლატფორმებზე განხორციელდება:
- Facebook,
- Google,
- Instagram,
- Youtube,
- Vkontakte
- MaiRu
- Yandex
- ru
ინტერნეტ კამპანიის გარდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბელარუსში სატელევიზიო რეკლამასაც განახორციელებს. აღნიშნულ ქვეყნებში ზაფხულის სარეკლამო რგოლი წამყვან სატელევიზო არხებზე განთავსდება.
ონ ლაინ კამპანიისთვის 3 498 336 ლარი დაიხარჯება, სატელევიო რეკლამისთვის კი 4 091 500 ლარი.