მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 130-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. დაკავებისას პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს.
მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.