ქართულ ღვინოზე დეკუმენტურ ფილმს იღებენ, რომლის გადაღებაც სქტემბერში დაიწყება და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
პროექტი: "დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ", ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, "გეო ფილმ პროდაქშენთან" თრეველის (Travel Channel) სატრელევიზიო არხთან, ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და იზაბელ ლეგერონთან (Isabelle's Wine World Adventures) აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა.
იზაბელ ლეგერონი არის მსოფლიო დონის ღვინის ექსპერტი. მისი სურვილი იყო ენახა ღვინის სამშობლო - საქართველო.
ვიზიტის ფარგლებში იზაბელ ლეგერონი მოივლის და შეისწავლის საქართველოს ყველა იმ კუთხეს, სადაც ვაზის განსხვავებული ჯიშებია გავრცელებული და ასევე დაათვალიერებს სხვადასხვა ტიპის მარნებსა და ქარხნებს (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, რაჭა, დასავლეთ საქართველო), ასევე იმ სამონასტრო კომპლექსებს, სადაც ხდება ღვინის წარმოება.
პროექტის მიზანია, დოკუმენტური ფილმის შექმნა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარდგენა მსოფლიოსათვის საერთაშორისო ტელე-არხის _ Travel Channel-ის მეშვეობით.
აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებას, ასევე ახალი კუთხით წარმოაჩენს საქართველოს, როგორც "ვაზისა და ღვინის სამშობლოს" მსოფლიოს წინაშე.