რუსეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები ტარდება. მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში გამოსული ათასობით ადამიანი პროტესტს კორუფციას უცხადებს. ოპოზიციის მარში მარტის დასაწყისში ალექსეი ნავალნიმ დააანონა. ოპოზიციის ლიდერმა პრემიერ მედვედევის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა გამოაქვეყნა და რუსეთის მოსახლეობას კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდა. პოლიციამ ტვერის მოედანზე ათობით აქტივისტი უკვე დააკავა. მათ შორის თავად ნავალნიცაა.