სროლა ოჰაიოში. ცინცინატის ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. პოლიციამ შენობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.