ჩინელმა და ფრანგმა მეცნიერებმა ზიკას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მედიკამენტის გამოყენება სავარაუდოდ 2019 წლიდან დაიწყება. როგრც პასტერის ინსტიტუტის სპეციალისტები აცხადებენ, ვაქცინა ყოვლად უსაფრთხო და ეფექტურია. ზიკას ვირუსი რამდენიმე წლის წინ ბრაზილიაში გავრცელდა. განსაკუთრებულ საფრთხეს ის ორსული ქალებისთვის წარმოადგენს. ვირუსით ინფიცირებული ბავშვები მიკროცეფალიით იბადებიან.