ამერიკელთა 60 პროცენტზე მეტი მომხრეა, პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრების რუსეთთან შესაძლო კავშირზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩატარდეს. სოციოლოგიური გამოკითხვა ქვინიპეკის უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხულთა 66 პროცენტი დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა, 29 პროცენტი კი ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის. გამოკითხვა 16-დან 21 მარტის ჩათვლით ჩაატარა და მასში 1056-მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.