პრინცი ჯორჯი თომას ბათერსის მოსამზადებელ სკოლაში ისწავლის. გადაწყვეტილება მისმა მშობლებმა, კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა მიიღეს. სკოლა ლონდონის სამხრეთ ნაწილში, კენინგსტონის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. პატარა პრინცს 4 წელი ივლისში უსრულდება. მოსამზადებელ სკოლაში მას სექტემბერში შეიყვანენ. ტახტის მემკვიდრის განათლება სამეფო ოჯახს სემესტრში 6 ათასი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.