ფრანსუა ფიიონმა ნაჩუქარი კოსტიუმები დააბრუნა. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება. პრეზიდენტობის კანდიდატის ძვირადღირებული კოსტიუმებით საფრანგეთის პროკურატურა ორი კვირის წინ დაინტერესდა. მანამდე კი ფიიონი კიდევ ერთ კორუფციულ სკანდალში გაეხვა. როგორც გაირკვა, მას საკუთარი მეუღლე პარლამენტში თანაშემწედ ჰყავდა გაფორმებული და სოლიდურ გასამრჯელოს უხდიდა. რაც შეეხება ძვირადღირებულ რამდენიმე კოსტიუმს, ისინი პრეზიდენტობის კანდიდატს მეგობარმა ადვოკატმა რობერ ბურჟიმ აჩუქა. როგორც ადვოკატი ირწმუნება, ფიიონისთვის სანაცვლოდ არაფერი უთხოვია.