ტრამპს ევროპის საქმეების არაფერი გაეგება. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჯან კლოდ იუნკერმა განაცხადა. „ის ტელეფონით დონალდ ტუსკს ესაუბრებოდა და მე ვეგონე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისტორიაში პირველად, შეერთებულ შტატებს ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც ევროპის საქმეების არაფერი გაეგება და არც არაფერი აინტერესებს,“-აღნიშნა იუნკერმა. კურიოზულ ვითარებაში ტრამპი გასულ კვირას აღმოჩნდა. როგორც გამოცემა „ფაინანშალ თაიმსი“ წერს, ტრამპს სატელეფონო საუბრისას ტუსკი იუნკერში აერია.