მორიგი კატასტროფა ჩინეთში. ხენანის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებისას გვირაბში 18 მაღაროელი იმყოფებოდა. მაშველებმა 10 მათგანი გადაარჩინეს. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს. აფეთქება გვირაბში მეთანის გაჟონვამ გამოიწვია.