თურქეთის სანაპიროებთან არალეგალი მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ამის შესახებ სააგენტო „ჰარიეთი“ იტყობინება. ტრაგიკულ ინციდენტს სავარაუდოდ 14 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ნავში 22 მიგრანტი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ 8 ლტოლვილის გადარჩენა შეძლეს. მიგრანტები საბერძნეთის პორტ სამოსამდე მიღწევას რეზინის ნავით ცდილობდნენ.