ევროკავშირმა შესაძლოა არსებობა შეიწყვიტოს იმის გამო, რომ არ გააჩნია მომავლის ახალი ხედვა, რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამღოლმა რომში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა,რომელიც ბლოკის დაფუძნების მე-60 წლისთავს ეძღვნება. „ეკონომიკური და მიგრაციული პრობლემები ევროკავშირში გადაულახავი არ არის, თუმცა ისინი ფატალური აღმოჩნდება, თუკი ევროპა მათ არ უმკურნალებს. როდესაც სხეული კარგავს მიმართულების გრძნობას და წინ ვეღარ იყურება, ის რეგრესს განიცდის და კვდება,“-აღნიშნა პონტიფიკოსმა.