ვენესუელის პრეზიდენტი გაეროს დახმარებას სთხოვს. ნიკოლას მადუროს თქმით, ორგანიზაციას სრული კომპეტენცია აქვს იმისა, რომ ქვეყანა მედიკამენტების საჭირო რაოდენობით მოამარაგოს. წამლების დეფიციტი ვენესუელაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების დაცემამ გამოიწვია. ქვეყნის საავადმყოფოებში აუცილებელი მედიკამენტების 5 პროცენტია დარჩენილი.