ტრამპმა კიდევ ერთი წარუმატებლობა განიცადა. ამჯერად თეთრი სახლის ლიდერი იძულებული გახდა ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტი უკან გაეწვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კანონპროექტს რესპუბლიკელებმა მხარი არ დაუჭირეს. ახალ კანონპროექტს ობამას მიერ შემუშავებული სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, ე.წ. ობამაქეარი უნდა შეეცვალა. როგორც თეთრი სახლის ლიდერი აცხადებს, ახალი პროექტის მომზადებას დიდი დრო არ დასჭირდება და მის სახეცვლილ ვარიანტს ის კონგრესს მალე წარუდგენს.