ვენესუელელმა სამხედრო მოსამსახურეებმა კოლუმბიის ტერიტორია დატოვეს. ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტესმა განაცხადა. ვენესუელის სამხედრო შენაერთმა კოლუმბიის საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთა და არაუკას რაიონში დაბანაკდა, რასაც ბოგოტას მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტი სანტოსი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ტელეფონით დაუკავშირდა, რის შემდეგაც ვენესუელის ლიდერმა სამხედროებს კოლუმბიის ტერიტორიის დატოვება უბრძანა.