მორიგი თავდასხმა ჩეჩნეთში. ამბოხებულთა დაჯგუფება თავს ნაურის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილს დაესხა. შეტაკებისას 6 თავდამსხმელი დაიღუპა. 2-მა კი სავარაუდოდ მიმალვა შეძლო. მსხვერპლია რუსულ მხარესაც. თავდასხმას 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა.