რუსეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის მოღვაწეობა შეაჩერეს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.
უწყების განმარტებით, ორგანიზაციის საქმიანობაში ექსტრემიზმის ნიშნები გამოიკვეთა.
საბოლოო გადაწყვეტილება ორგანიზაციის დახურვის შესახებ უმაღლესმა სასამართლომ 5 აპრილს უნდა მიიღოს.