ხმელთაშუა ზღვაში არალეგალი იმიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა. ნავებში სავარაუდოდ 250-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ლიბიის სანაპიროებთან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა რამდენიმე ცხედარი უკვე იპოვნეს. იმიგრანტები ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.