ისრაელმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მორიგი რეიდი მოაწყო. ჯელაზუნის ლტოლვილთა ბანაკში ებრაელი სამხედროების გამოჩენას ადგილობრივთა მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სპეცრაზმელებს მათ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. საპასუხო სროლის შედეგად 16 წლის პალესტინელი ახალგაზრდა დაიღუპა.