ლონდონი ტერაქტის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. ბოლო მონაცემებით, ვესტმინსტერის რაიონში განხორციელებულ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავებული 75 წლის მამაკაცი გვიან ღამით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ცნობილია ტერორისტის ვინაობაც. ის 52 წლის ხალიდ მასუდია. ისლამური სახელმწიფოს განცხადებით, მასუდი მათი ერთგული ჯარისკაცი იყო.