ბელგიის პოლიციამ ანტვერპენში მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთა. ბიბისის ინფორმაციით, სამართალდამცველების ყურადღება დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანამ მიიქცია. პოლიციელები მანქანას დაედევნენ. მძღოლმა გაქცევა სცადა, თუმცა ის დააკავეს. მანქანაში სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა და იარაღი აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეა. ის წარმოშობით აფრიკელია. პოლიცია დაკავებულის ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებს. სამართალდამცავი ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტი ხალხის მასაში მანქანით შეჭრას და ბომბის აფეთქებას გეგმავდა. ანტვერპენის გუბერნატორმა მომხდარს უკვე მისცა ტერაქტის მცდელობის კვალიფიკაცია.