ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი ჯორდან ვოტ რობერტსი, რომლის სარეჟისორო დებიუტი 2013 წელს შედგა, ფილმით ''ზაფხულის მეფეები'', ახალ ფილმს ''კონგი: თავისქალის კუნძული'' გვთავაზობს.ფილმი მაყურებელს 70 წლებში დააბრუნებს, როდესაც მკვლევართა ჯგუფი ჯარისკაცების კომპანიონობით, მიემგზავრება რუკაზე აღუნიშნავ წყნარი ოკეანის კუნძულზე იქაური ბინადრების აღმოსაჩენად, თუმცა ეს ადგილი ბევრად საშიში და მისტიური აღმოჩნდება ვიდრე ელოდნენ. გადარჩებიან ისინი, რათა მოყვვნენ თავიანთი ამბავი? და დამარცხებენ თუ არა კუნძულის მონსტრებს 2017 წლის 10 მარტს, ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ შევიტყობთ. აღსანიშნავია, რომ ახალ მძაფრსიუჟეტიან, სამეცნიერო ფილმში, რომლის ბიუჯეტი 190 მილიონი დოლარია, თავდაპირველად მსახიობებს ჯეი ქეი სიმონსსა და ბეტმენის როლის შემსრულებელ მაიკლ კიტონის უნდა ეთამაშათ, თუმცა გრაფიკის შეუთანხმებლობის გამო ისინი ორი ოსკარის ნომინანტმა საუმელ ლ ჯექსონმა და ჯონ სი რაილიმ ჩაანაცვლეს. მათ კი კომპანიონობას საუკეთესო მსახიობი ქალის ოსკარის მფლობელი ბრი ლარსონი გაუწევს.
ფიმლმის შემქმნელებმა, მაყურებლის გაოცების მიზნით გადატყვიტეს ისეთი ადგილები გადაეღოთ, რაც კინო ეკრანებზე არასდროს გვინახავს, სწორედ ამიტომ ისინი ექვსი თვის მანძილზე სამ სხვადასხვა კონტინენტზე იმყოფებოდნენ. შედეგი ეკრანზე ქართველ მაყურებელსაც შეუძლია შეაფასოს. Warner brothers-ისა და legendary pictures-ის ახალი ნამუშევრი, კინო ეკრანებზე 3D ფორმატში და Imax-ში იქნება წარმოდგენილი.