უზენაეს სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე ჰყავს. პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტებზე, პრეზიდენტის წარდგინებით გიორგი შავლიაშვილი და პაატა ქათამაძე დაამტკიცა.
გიორგი შავლიაშვილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობდა. იგი 2006 წელს აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
პაატა ქათამაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა ადვოკატად, იყო ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2006 წლიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლეა.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თანხმობა სჭირდება.