მოქალაქეები, რომლებმაც 1-ელ ივნისამდე ნებაყოფლობით განაცხადეს დოკუმენტების გაყალბების შესახებ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, საიდენტიფიკაციო მონაცემები უკვე ორი ათასამდე მოქალაქემ გამოასწორა.
პირადობის მოწმობებში, პასპორტებსა და სხვა დოკუმენტში ყალბი საინდენტიფიკაციო მონაცემების გასწორების მიზნით გამოცხადებული ამნისტია ერთჯერადი იყო და უკვე დასრულდა.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე ხშირია დოკუმენტებში დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელისა და გვარის თვითნებურად შეცვლა, ასევე პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება.