ნიგერიაში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქ მაიდუგურის გარეუბანი გახდა, სადაც თავი 5-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტებს, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.