ბრიუსელის მეჩეთებში რადიკალური ისლამიზმის იდეებს ქადაგებენ. ამის შესახებ ბელგიის დედაქალაქის მერმა ივან მაიორმა განაცხადა. „არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ დღეს დედაქალაქის მეჩეთებზე კონტროლი სალაფისტებს აქვთ დამყარებული, რომლებიც ისლამური მმართველობის ფორმას უჭერენ მხარს. არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ახალი მეჩეთების აშენება, რომლებიც ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებს გაიზიარებს,“-აღნიშნა ბრიუსელის მერმა.