რუსეთიდან უკრაინაში ფულადი გზავნილები იზღუდება. შესაბამის კანონპროექტს მხარი სახელმწიფო დუმამ დაუჭირა. როგორ დოკუმენტშია განმარტებული, უცხოური ფულადი გზავნილების სისტემებით გადარიცხვები იმ ქვეყნებს შეეზღუდება, რომლებმაც გადარიცხვების რუსულ სისტემებზე თქვეს უარი. უკრაინამ რუსული სისტემებით სარგებლობა გასულ წელს შეზღუდა.