ერაყის არმია დასავლეთ მოსულში ისლამისტთა პოზიციებს ავიწროვებს. სახელისუფლო ძალები ან-ნურის მეჩეთს მიუახლოვდნენ. მეჩეთის აღებას არამხოლოდ სტრატეგიული, არამედ სიმბოლური დატვირთვაც აქვს. სწორედ ამ ადგილას გამოაცხადეს სამი წლის წინ ორგანიზაცია „ისლამური სახლემწიფოს“ მებრძოლებმა ხალიფატი. დასავლეთ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 19 თებერვალს დაიწყო.