გერმანიამ ქვეყნიდან ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი პირი გააძევა, რომლებიც გერმანიის ტერიტორიაზე მიგრანტთა ოჯახებში არიან დაბადებულნი. ისინი პოლიციამ თებერვლის დასაწყისში გეტინგენში დააკავა. მათი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და ისლამური სახელმწიფოს დროშები აღმოაჩინეს. დეპორტირებულები ნიგერიისა და ალჟირის მოქალაქეები არიან.