შვარცნეგერი ტრამპს ისევ აკრიტიკებს. ახალი ვიდეომიმართვა კალიფორნიის გუბერნატორმა სოციალურ ქსელ ტვიტერზე დადო.
„შენი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა. შენ ჭაობში იძირები. სხვას რას ელოდი, როდესაც სოციალურ დახმარებებსა და შემწეობებს აუქმებდი? ეს ის არ არის, რასაც შენ ამომრჩეველს ჰპირდებოდი,“-აცხადებს შვარცენეგერი ვიდეომიმართვაში.